პროექტები და ღონისძიებები


  1. პროექტის სახელწოდება: სპორტის სხვადასხვა სახეობები (ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, ფეხბურთი, ხელბურთი, რაგბი)
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი იდეაა: იმუშაონ ბავშვებმა გუნდურად, ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა, დაეხმარონ ერთმანეთს ინფორმაციის მოძიებაში.
  3. პროექტის აქტუალობა: გაიაზრონ ბავშვებმა თუ რა დადებითი მნიშვნელობა აქვს სპორტში ჩაბმას.
  4. პროექტის მიზნები: ისწავლონ ერთმანეთის პატივისცემა, გუნდური სულისკვეთება, შეძენილი უნარ-ჩვევების განმტკიცება, ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრება, მოძრაობითი აქტივობის დროს წარმოდგენის, აზროვნების, მეხსიერების განვითარებისათვის ხელის შეწყობა.
  5. მონაწილეთა ასაკი: 12-14 წლები
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას; პლაკატები, ვიდეო მასალები,ფოტოები, მოსწავლეების მიერ საკუთარი  ბლოგის შექმნა.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატები, ციფრული აპარატები, პროექტორი, კომპიუტერი, ბურთები, მოსაცმელები, 
  9. პროექტის მსვლელობა:(ძირითადი აქტივობები): ბავშვები იყოფიან გუნდებად და ირჩევენ ჩამოთვლილი სპორტის სახეობებიდან ერთ-ერთ სპორტის სახეობას და იწყებენ მასზე ინფორმაციების შეგროვებას. მიდიან სპორტ დარბაზებში. იღებენ ინფორმაციებს წიგნებიდან, ინტერნეტიდან.  შეძლებისდაგვარად იღებენ მწვრთნელებისაგან ინფორმაციას და გადიან კითხვა-პასუხის რეჟიმზე. მე,  ვაკვირდები მათ აქტივობებს, ვაძლევ ძირითად ინსტრუქციებს, ვერთვები მათ დასახულ აქტივობებში და ვიღებთ ინტერვიუს, ვაკეთებთ ვიდეოგაკვეთილებს და ასევე ცდილობენ, თვითონ ბავშვებმა მიიღონ მონაწილეობა მწვრთნელის მიერ ჩატარებულ ვარჯიშზე. 
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 1)სპორტულ აქტივობებში დამოუკიდებლობის გამოვლენის ხელშეწყობა და ორგანიზება. 2) არჩეული სპორტის სახეობაში სპორტული ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების განვითარება. 3) მოსწავლეები ეცნობიან, თუ რა კავშირია ფიზიკურ აქტივობას, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებას შორის. ითვისებენ ჯანმრთელი ცხოვრების წესს: უვითარდებათ უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევები.
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეკა კიკილაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: eka.kikilashvili2@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ekakikilashvili99.blogspot.com/

No comments:

Post a Comment